მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს
სამართალდამცავებმა მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ჯიბღაშვილი პოლიციამ გუშინ აიყვანა.
"ინტერპრესნიუსი"