მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჯიბღაშვილი პოლიციამ გუშინ აიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"