"დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან..." - რას აცხადებს მალახაზ მაჩალიკაშვილი - კვირის პალიტრა

"დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან..." - რას აცხადებს მალახაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა. მისი თქმით, პოლიციას სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

"ის, რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2, ეს სუს-ს აწყობს, სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე ვამბობდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა დიახ, მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივდიოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობამ არ განსაზღვრა, რომ ჩემი დაკავებით კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია.

ვიყავი გომბორის უღელტეხილზე, იქ დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი - არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლება მქონდა აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. თუმცა ეს უარყო როგორც შსს-მ, ისე თავად მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"