15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იპოვეს - კვირის პალიტრა

15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იპოვეს

15 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავები რუსთავში ეძებდნენ, ნაპოვნია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახშია. 15 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს, მისი დაკარგვის თაობაზე დღეს დილით მიმართეს და სამძებრო სამუშაოების წარმოება სთხოვეს.

"ინტერპრესნიუსი"