სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს - რა მოხდა რომში? - კვირის პალიტრა

სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს - რა მოხდა რომში?

იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ასევე: რას ამბობენ საგარეო უწყებაში რომში დაჭრილი საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით?

"ინტერპრესნიუსი"