მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარუდგინეს - კვირის პალიტრა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარუდგინეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ჯიბღაშვილის ადვიკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლით წარედგინა, თუმცა, რომელი ნაწილებით, ეს არ განუმარტავს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალის ფორმულირებას მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოახდენს.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ლევან ჯიბღაშვილი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას სიმართლის დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა გიგუაშვილმა.

კითხვაზე, ურეკავდა თუ არა დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს სრული სისულელე და ტყუილია.

"ინტერპრესნიუსი"