ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ტურისტს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ტურისტს დაეჯახა

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ტურისტს დაეჯახა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, ერთ-ერთი დაშავებული, 66 წლის მამაკაცი კიდურების დაზიანებით რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ტურისტები ისრაელის მოქალაქეები არიან.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება. ელექტრომობილები მეპატრონეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.