"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - კვირის პალიტრა

"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას"

დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელმაც დრო დაუთმო ამ თემას და დიდი მადლობა თქვენ, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო