რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდება - პროკურორის განმარტება
23-04-2019
რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდება - პროკურორის განმარტება
პროკურორი ნანა ჯაყელი განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდება.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით. ეს გულისხმობს გირაოს სრულად შეტანამდე პატიმრობის გამოყენებას. ბრალდებულს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ეს არის სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რაც კანონმდებლობით დადგენილი ნუსხის მიხედვით, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობას და განსაზღვრულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ორ ნივთიერებაზეა საუბარი, რაც ბრალდების წარსადგენად
ქმნის საკმარის საფუძველს. სხვა გარემოებებს რაც შეეხება, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი და სხვა დანაშაულში მხილებული, მივიჩნიეთ მიზანშეწონილად გირაოს მოთხოვნა“, - განაცხადა პროკურორმა.

ლევან
ჯიბღაშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები