ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი დატოვა - კვირის პალიტრა

ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი დატოვა

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო