ესპანეთის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს მიმართა - კვირის პალიტრა

ესპანეთის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს მიმართა

ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს ოფიციალურად მიმართა, ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით.

ოფიციალურ დოკუმენტში ესპანეთის პროკურატურა აღნიშნავს, რომ „კანონიერ ქურდს“ ტარიელ ონიანს ბრალად ედება ფულის გათეთრება ესპანეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანის დაკავების ორდერი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში. მაშინ ესპანელმა სამართალდამცველებმა 30-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, თუმცა ტარიელ ონიანმა მაშინ ესპანეთიდან გაქცევა მოახერხა.

ესპანეთის პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მათთან ტარიელ ონიანის საქმეზე.

იხილეთ ასევე: ონიანის გათავისუფლება "ქურდული შეკრებით" აღნიშნეს - ვის დაუჯდება ძვირად "ტაროს" თავისუფლება?

"ინტერპრესნიუსი"