"კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის" - კვირის პალიტრა

"კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის"

ძალინ მძიმე იყო ჩემთვის შიგნიდან შეფასება, ძალიან რთულია, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავების მომენტში კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

„ჩემთან ერთად გადაღებულ ძალიან ბევრი ადამიანი ფოტოს ნახავთ გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით. ეს იცის აბსოლუტურად ყველამ. ჩემმა წრემ და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმაც. მით უმეტეს მაშინ, როცა მე მომივიდა ასეთი შეცდომა, ,მით უმეტეს ამ მომენტში, არ ვისარგებლებდი არც ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენი პიროვნებებით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აქედან გამომდინარე, მე სასამართლოში მადლობაც გადავუხადე ჟურნალისტებს და ყველას გთხოვთ, იყოთ ობიექტურები. თითოეულმა თქვენმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო პროცესი არ არის სრულად დამთავრებული, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს თითოეულმა თქვენმა ა ინტერპრეტირებულმა სიტყვამ“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"