ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - წაღებულია 150 ლარი - კვირის პალიტრა

ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - წაღებულია 150 ლარი

ზუგდიდში სუპერმარკეტი "სან დეი" დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს წაღებულია 150 ლარი.

ამავე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"