სოფელ შინდისთან ავარიისას 5 ადამიანი დაშავდა - ხუთივე არასრულწლოვანია - კვირის პალიტრა

სოფელ შინდისთან ავარიისას 5 ადამიანი დაშავდა - ხუთივე არასრულწლოვანია

გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"