"დავინახე მანქანას ვეჯახებოდი..."- სასამართლოზე მერაბ კვირიკაშვილმა ავარიის დღე გაიხსენა
"დავინახე მანქანას ვეჯახებოდი..."- სასამართლოზე მერაბ კვირიკაშვილმა ავარიის დღე გაიხსენა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა.

კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა.

"რომ დავინახე ავტომობილი, ინსტიქტურად დავიწყე მოძრაობა რათა ამეცილებინა. არ შემიძლია ამის
ახსნა და გადმოცემა როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არეფერი დამინახავს“, - განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე
სასამართლო პროცესზე უპასუხოს.

პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირკაშკვილმა უპასუხა: "იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ზრუნავდი და არ მიფიქრია იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე".

მომდევნო პროცესი 14 მაისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი NISSAN TIIDA და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. NISSAN TIIDA -ში მჯდომი სამივე მგზავრი: გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, და მათი მეგობარი, ანი ჩხაიძე ადგილზე დაიღუპნენ. BMW-ში იმყოფებოდნენ: საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად, მოგვიანებით დაიღუპა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეც.

"ინტერპრესნიუსი"

"მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან კი შვილები დამიხოცა!"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა