"პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რო­დე­საც დე­დამ მო­მა­კი­თხა და "პე­რე­და­ჩი" შე­მო­გიგ­ზავ­ნა, ეს იყო დიდი დარ­ტყმა" - კვირის პალიტრა

"პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რო­დე­საც დე­დამ მო­მა­კი­თხა და "პე­რე­და­ჩი" შე­მო­გიგ­ზავ­ნა, ეს იყო დიდი დარ­ტყმა"

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, მის საქმეზე არსებული ნეგატიური განწყობების გაცნობის შემდეგ, ეგონა, რომ მსგავს დანაშაულზე გირაო მხოლოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს და ამიტომ მზად იყო, საპატრიმროში დაბრუნებულიყო. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ეს განცდა ინტერნეტში არსებული ემოციების გამო გაუჩნდა.

მან ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული დრო გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს "მისთვის ბეწვის ხიდზე გასვლის ტოლფასი იყო".

"ბეწვის ხიდს გავდივარ. იმდენად რთულია ეს პერიოდი ჩემთვის, რომ სხვა რაღაც ხდება ჩემს თავში. დღემდე ვებრძვი ფსიქოლოგიურ სტრესს, საოცარ შეგრძნებებს, რომელიც იმ სამ დღესა და ორ ღამეში გავიარე. სადაც შევდიოდი, ყველას რეაქცია იყო, რომ ამ კაცს აქ რა უნდა. ეს რაღაც მხრივ საამაყოა და რაღაც მხრივ დიდი დარტყმაა. რთული განსაცდელი გავიარე და კიდევ გავდივარ ამ გზას... ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში რაღაც ფრაგმენტებად დაფიქსირდა. დილით რომ იღვიძებ და არ იცი აღმოსავლეთი საით არის და დასალეთი - საით.... რომ ცხოვრობ და ფიქრობ, სად იყიდო ბინა კარგი ხედით და უცბად ხედი კი არა, პატარ "ფორთოჩკა" გაქვს და გისოსი.. ეს საოცარი ენით გადმოუცემელი შიდა ემოციებია, იქ ცრემლიც არის და ყველაფერი. პირველი ემოცია იყო, როდესაც დედამ მომაკითხა და "პერედაჩი" შემოგიგზავნა, ეს იყო დიდი დარტყმა" - აღნიშნა ჯიბღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო