სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა - კვირის პალიტრა

სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, მამამ შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 40 წლამდე კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევამდე კი შვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"