"მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხში­რი იყო. წუ­ხელაც მამა ნას­ვა­მი მი­სუ­ლა სახ­ლში" - ვინ იყო ჩუმლაყში მოკლული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხში­რი იყო. წუ­ხელაც მამა ნას­ვა­მი მი­სუ­ლა სახ­ლში" - ვინ იყო ჩუმლაყში მოკლული მამაკაცი?

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგლობრივები AMBEBI.GE-სთან საუბრისას ყვებიან, რომ მამა-შვილს შორის ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ იყო. მათი თქმით, გარდაცვლილი ლადო ლიპარტაშვილი მამის გივი ლიპარტაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას მუდმივად აპროტსესტდება. გარდაცვლილის თანასოფლელები გვიყვებიან, რომ ბოლო კონფლიქტის შემდეგ მამა შვილს დანით ხელში, საკუთარ ეზოში ელოდებოდა.

"სოფელში ლადოზე ცუდს არავინ იტყვის, თითქოს გამარჯობის თქმაც კი სცხვენოდა. თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ მათ შორის კონფლიქტი ხშირი იყო. წუხელ, ღამითაც გივი ლიპარტაშვილი ნასვამი მისულა სახლში, ზუსტად რაზე დაიწყო მათ შორის უთანხმოება არ ვიცი, თუმცა როგორც ამბობენ, რომ მათ შორს მომხდარი ჩხუბის შემდეგ გივი ლიპარტაშვილი შვილს დანით ხელში ეზოში ელოდებოდა და ეს შემთხვევაც სწორედ საკუთარი სახლის ეზოში მოხდა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის დედა იყო, გარდაცვლილის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა უჩა ქემაშვილმა. გაგრძელება