სკანდალი პრეზიდენტის გარშემო - შსს-მ ზურაბიშვილის მიერ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო - კვირის პალიტრა

სკანდალი პრეზიდენტის გარშემო - შსს-მ ზურაბიშვილის მიერ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება", - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს კიბერთავდასხმაც.

იხილეთ ასევე: "ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას... არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც" - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის სოცქსელის ოფიციალურ გვერდზე?

"ინტერპრესნიუსი"