ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც გაუვარდა - რა მოხდა ნუცუბიძეზე? - კვირის პალიტრა

ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც გაუვარდა - რა მოხდა ნუცუბიძეზე?

ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"