თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"