საგარეჯოში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - კვირის პალიტრა

საგარეჯოში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

იხილეთ ასევე: 85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

"ინტერპრესნიუსი"