ორი დაღუპული და ოთხი დაშავებული - ავარია ქედაში - კვირის პალიტრა

ორი დაღუპული და ოთხი დაშავებული - ავარია ქედაში

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, სოფელ ვაიოში გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადატრიალდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"