დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შსს-ში დაიბარეს - კვირის პალიტრა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შსს-ში დაიბარეს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, ბაგრატიონს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებასთან დაკავშირებით უწყება როდის გაეგზავნა.

დავით ბაფრატიონ-მუხრანელის გამოკითხვაზე დაბარებას უარყოფს მისი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მისთვის ცნობილი არ არის. ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ ჩამოსულა, თუმცა, ამას გეგმავს.