რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მისი სუს-ში დაბარების საკითხზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მისი სუს-ში დაბარების საკითხზე?

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 7 მაისს დაიბარეს. როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამომძიებლებს ესაუბრა და ჰკითხა თუ რომელი გამოძიების ფარგლებშია მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაბარებული, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან ინფორმაცია ვერ მიიღო.

როგორც რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში მყოფმა პირებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"