მკვლელობა სოფელ იყალთოში - ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა სოფელ იყალთოში - ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია.