"სამი შვილის მამა საკუთარ სოფელში გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მიუთითა, იარაღს ცუდად ნუ ატრიალებო" - კვირის პალიტრა

"სამი შვილის მამა საკუთარ სოფელში გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მიუთითა, იარაღს ცუდად ნუ ატრიალებო"

4 მაისს, გვიან ღამით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. ტრაგედია ბენზნისგასამართ სადგურზე დატრიალდა, სადაც 43 წლის გელა გერმანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

როგორც ირკვევა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დაკავა. ის თელავის პოლიცის განყოფილებაშია გადაყვანილი. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკებას, შემთხვევით შეესწერო გელა გერმანიშვილი რომელმაც შეირაღებულ თანასოფლელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც თავის არეში ესროლეს.

დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოში, მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლიბაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულ 43 წლის გელა გერმანიშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი მეოთხე შვილს ელის.

მოკლული და ბრალდებული თანასოფლელები არიან.

გარდაცვლილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი თანასოფლელი გიორგი ბოტკოველი:

"აი, დღეს ვცხოვრობთ ესეთ ქვეყანაში!! გელა გერმანიშვილი, უდიდესი ტრაგედია ჩვენი სოფლისთვის!! რამოდენიმე საათის წინ, იყალთოში, საკუთარ სოფელში, მოკლეს უწესიერესი ადამიანი!! რა ვთქვა, არ ვიცი, ღმერთმა აცხონოს შენი სული, ძმაო".

გარდაცვლილის კიდევ ერთი მეზობლის თქმით, გელა გერმანიშვილი მშვიდი და წესიერი ადამიანი იყო, რომლისგანაც წყენაც არავის ახსოვს:

"დაუჯერებელი უბედურება მოხდა, ერთ უბანში გავიზარდეთ, გელასნაიარი წესიერი ადამიანი სხვა არც კი მეგულება, მშვიდი, წყნარი, კარგი ოჯახის პატრონი, ისეთი კარგი დედა ჰყავს, როგორ გადაიტანს ამ უბედურებას, არ ვიცი. ოჯახი ისედაც დამწუხრებული იყო, ახლახან მიაბარეს მიწას სრულიად ახალგაზრდა დისშვილი. როგორც თქვეს, ბიჭებს რაღაც კამათი ჰქონდათ და ერთ-ერთი იარაღს ცუდად ატრიალებდა, შენიშვნა მიუცია გელას და იმას კიდევ პირდაპირ უსვრია. სამი შვილის მამა, საკუთარ სოფელში გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მიუთითა, იარაღს ცუდად ნუ ატრიალებო...  ძალიან ვწუხავარ, ვუსამძიმრებ ოჯახს..."