პეკინის გამზირზე კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირზე კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა

თბილისში, პეკინის 41 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი სარეცხს ფენდა, ჯებირი გაუტყდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.

მათივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსებში დევნილები ცხოვრობენ. მათ, როგორც გამგეობას, ასევე თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით, რომ აივნის ჯებირები გაემაგრებინათ, მაგრამ მათგან რეაგირება არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.