დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს - კვირის პალიტრა

დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ჯგუფიც.

"ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება", - განაცხადეს კომპანიაში.

დაჭრილი მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იხილეთ ასევე: დიღომში ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა

"ინტერპრესნიუსი"