დიღომში ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - კვირის პალიტრა

დიღომში ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, #46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში".

ცნობისთვის, დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

იხილეთ ასევე: მანქანის მძღოლი, რომელსაც ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

"ინტერპრესნიუსი"