ვინ არიან ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთი ოჯახის წევრები - კვირის პალიტრა

ვინ არიან ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთი ოჯახის წევრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა, რომელზეც დაკავებულია 7 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი.

7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

AMBEBI.GE-მ მოიპოვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია და მათი ფოტოები. ოთხი დაკავებული ერთი ოჯახის წევრია და ისინი გვარად აბრამიძეები არიან. გაგრძელება