ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"