სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ჰკითხავენ - კვირის პალიტრა

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ჰკითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი იკითხება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიგინგზე გახდა ცნობილი.

უწყება ეჭვობს, რომ მორის მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე უნდა იყოს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში“, - აცხადებენ სუს-ში. იხილეთ სრულად