"ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. მაგის გულისთვის უნდა დამაკაონ და ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ" - რას აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. მაგის გულისთვის უნდა დამაკაონ და ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ" - რას აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე

არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს, რატომ, რისი გულისთვის გვაბრალებენ, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

„რა ტერორისტული აქტი, რის ტერორისტული აქტი, ეგ ტერორისტული აქტი არ მოაკლდეს ამის გამავრცელებელს და ამის მომგონს. ეგ თუ იტყოდა, რომ თავის შვილის მკვლელს არ აპატიებს, მეც არ ვაპატიებ. ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. მაგის გულისთვის უნდა დამაკაონ და ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ ამ სადისტებმა და საზიზღრებმა?! გოგაშვილს იმ თვალებს ამოვუთხრიდი - ეს ტერორისტული აქტია?! მაგათ ძალიან სწყურიათ ტერორისტული აქტები, ძაან გაახშირეს მაგათ ტერორისტული და ტერორისტული...ჩვენ არ გვინდა, არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს რატომ, რისი გულისთვის გვაბრალებენ?! რატომ აკეთებენ ჩვენს მიმართ ასეთ საზიზღრობებს და სისაძაგლეს,-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. აღნიშნულის შესახებ რამდენმე წუთის წინ სუს-ის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"