"სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს"
"სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს"
ფოტო:მალხაზ მაჩალიკაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. აღნიშნული განცხადება დღეს სუს-ში გაკეთდა.

როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.

"პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს
განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მას
შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს." - განაცხადეს ბრიფინგზე.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა - "შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები".

სუსმა გაავრცელა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის საუბრის ჩანაწერი. (იხილეთ)

უწყებაში უკვე იკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილი, თავად მაჩალიკაშვილი კი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება.

სუს-ის განცხადებისა და გავრცელებული ჩანაწერის შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.
მამუკა არეშიძე
- გადაჭრით ვერ ვიტყვი, ნამდვილია თუ არა ეს ჩანაწერი, ხმა ჰგავს, მოქმედების წესი ჰგავს, სისხლის აღების ადათი და ა.შ. ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში. თუმცა ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, ისიც უნდა დადასტურდეს, რამდენად კანონიერად იყო მიღებული ეს ჩანაწერი, თუმცა ვფიქრობ, რომ სუს-ი შექმნილ ვითარებაში არ დაუშვებდა რამე უკანონო ნაბიჯი გადაედგა.

თუ ავთენტურობა დადასტურდა, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს, ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არსებობს იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეალური სურათი ვერ დაიდო, სიკვდილის გამოძიების ფაქტი შეიძლება მთავარი არ იყოს, მთავარი ისაა, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მოკლედ ასეა თუ ისეა, მე მომხრე ვარ იმისა, რომ ვინც კანონი დაარღვია, პასუხი აგოს.

- რა რეაქციები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს პანკისში?
- არაფერი განსაკუთრებული. ისევე როგორც სხვაგან, იქაც არაერთგვაროვანია საზოგადოება, ვიღაცას გული შესტკივა მაჩალიკაშვილის ოჯახზე, ვიღაცისთვის მიუღებელია ეს პიროვნება, თუ ხელოვნურად არ მოხდება სიტუაციის გამწვავება, სხვა გზით არაფერი ისეთი არ მოხდება.

(სპეციალურად საიტისთვის)


მარი
08 მაისი 2019 17:29
არ შეიძლება ხელაღებით საუბარი ერტის სიმართლეზე და მეორის დანაშაულზე. შვილის სიკვდილს არ ვუსურვებ არავის, უფალმა დაგვიფაროს !!! დავუფიქრდეთ, სწორ ანალიზს აკეთებს და ხსნის ბევრ რამეს არეშიძე, არ არის მარტივი ვითარება და სათქმელიც უნდა ითქვას, დანაშაულიც უნდა გამოიკვეთოს ყველა მხარის !!!
ნანა
08 მაისი 2019 10:00
უტიფრობას და თავხედობას საზღვარი არ აქვს. ახალგაზრდა ბიჭი საწოლში მიახვრიტეს და პასუხი არავის მოსთხოვეს ამ უნიჭო და უნიათო მოქმედების გამო, ახლა კი ........
გაბოროტებულ და დაჩაგრულ კაცს,რომელიც სამართლის აღსრულებას გთხოვთ,სიტყვებზე ედავებით? თუნდაც ავთენტური იყოს. გაბრაზებულებს ალბათ ბევრს წამოგვცდენია სიტყვები "მოვკლავ" " არ გავახარებ" მაგრა ამის გამკეთებლები არ ვართ.დანაშაული ჩადენილია,კაცს შვილი მოუკლეს, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს,
რეალი
08 მაისი 2019 05:52
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი არა ის ახალგაზრდა კაცები დაიჭირეთ ვინც პოლიციის კედელს ქვებს ესროდა და ურტყავდა . მისი ძმის შვილის ჩათვლით . არც ის ქალები დაგავიწყდეს .
ამ კაცს შეეშვით
მასთან აქეთ ბოდოში გაქვთ მოსახდელი . ეს თუ უშველის იმ შეცდომის გამოსწორებას რასაც მისი შვილი შეეწირა .
სუსიც და მთავრობის ყველა ორგანო თავისი ქვეყნის მოქალაქეების უნდა იცავდეს და არ უნდა კლავდნენ ჩვენთან კი პირიქით ხდება . ხვალ რომელიმე ჩვენთგანზე ცრუ ინფორმაცია რომ მოგიტანოთ რატომ უნდა შედიოდეთ შეცდომაში??? ესეგი დაცული არავინ ვართ ამ მხრივ.
ჩემი ქვეყანა თუ ვერ მიცავს მე
უდანაშაულოს მა რად მინდა მისი მოქალაქეობა ?
კობოურიც ასე ბრმად გახადეს განტევების ვაცი .
ერთი კი იცოდეს შეცდომები ანუ ცოდვები არავის ეპატიება .

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?