"იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს" - კვირის პალიტრა

"იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს"

იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სუს-ის ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მედიკო მარგოშვილის თქმით, სუს-ი მისი მეუღლის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

"ჭკუათხელი არ არის ჩემი მეუღლე, რომ ტელეფონზე ბინძურ რამეებზე ილაპარაკოს. მე ეს ვიცი და ყველამ იცის",-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე.

რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, მედიკო მარგოშვილი პასუხობს: "მე არაფერი გამიკვირდება.

"ამათ ხელშია ეს ქვეყანა, სუს-ის ხელშია რას უნდა მოველოდო, მე არაფერი გამიკვირდება. ღამის სამ საათზე ჩამიცხრილეს მუხანათურად ბავშვი, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მაგის გადასაფარად პროვოკაციაზე წამოაგონ ჩემი მეუღლე. ნურას უკაცრავად! მაშინ მეც დამაკაონ",-აცხადებს მაჩალიკაშვილის მეუღლე.

"ინტერპრესნიუსი"