"ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება"

მე ვითხოვ დაიჭირონ ჩემი შვილის მკვლელები, ეს დანაშაული სახელმწიფოს აქვს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება,- ამის შესახებ პარლამენტის წინ ჟურნალისტენს მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის ბრალდებების კომენტირებისას განუცხადა.

ამის შემდეგ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვა. მისი თქმით, სალოცავად წავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად სად წავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

"ინტერპრესნიუსი"