სუსი - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სატელეფონო ჩანაწერი არ არის - კვირის პალიტრა

სუსი - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სატელეფონო ჩანაწერი არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ზოგადად გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე განხორციელდა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტოგადაღება.

"გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა."- განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"