სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მან სუს-ი ცოტა ხნის წინ, უკომენტაროდ დატოვა. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სახით კითხავდნენ. როგორც დაკითხვის შემდეგ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, საქმე არის გასაიდუმლოებული და დაკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

„მორის მაჩალიკაშვილი სუს-ში 2018 წლის ზაფხულში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. საქმე არის გასაიდუმლოებული და ჩვენ არ შეგვიძლია განმარტებების გაკეთება, ასევე შინაარსზე საუბარი, თუ რა კითხვები იყო და რაზე გაიცა პასუხი. ეს გამოკითხვა უკვშირდებოდა 2018 წლის ზაფხულში დაწყებულ გამოძიებას და იმასაც დავამატებ, რომ დასმული კითხვები იმ საკითხთან რელევანტური არ იყო და აბსოლუტურად სხვა ფრაგმენტებს ითვალისწინებდა“,-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"