"ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, პირდაპირ სუს-ის მიერ არის შემოყვანილი. მათ თბილისში შემოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში" - კვირის პალიტრა

"ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, პირდაპირ სუს-ის მიერ არის შემოყვანილი. მათ თბილისში შემოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში"

ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება ფინანსურ ინტერესებს ეხება, კერძოდ კი, სირიაში მოპარულ ფულს, რომელიც მისი თქმით, თბილისსში ჩამოიტანეს.

"ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, პირდაპირ სუს-ის მიერ არის შემოყვანილი. მათ თბილისში შემოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში. იმ ფულს გამოყვა ჩატაევი და იმ ფულის გულისთვის ჩამოიყვანეს ის. დღეს თუ სადმე სიბინძურე არსებობს, ეს არის სუს-ში, იმათ იციან ყველაფერი", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სუს-ისა და სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მას რომ გოგაშვილისა და მისი ოჯახისთვის რაიმეს დაშავება ჰქონოდა განზრახული, ის რუსთაველზე არ იქნებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი პირობას დებს, რომ ის კანონიერად აღადგენს სამართლიანობას.

"ინტერპრესნიუსი"