მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა - კვირის პალიტრა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მაჩალიკაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში 2 ადვოკატთან ერთად შევიდა.

სუს-ის შენობასთან ასევე იმყოფებიან მაჩალიკაშვილის მეუღლე და მისი მხარდამჭერები.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დაკავებას არ ელოდება, ვინაიდან არის უდანაშაულო და სჯობს დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ამის მიუხედავად სუს-ში სხედან.

"ინტერპრესნიუსი"