"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს" - კვირის პალიტრა

"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს"

ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.

სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინიდა ქორიძემაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ პოზიცია შეცვალა და დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

თანხის ოდენობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

იხილეთ ასევე: როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ინტერპრესნიუსი"