შსს-მ სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ახალგაზრდას მამაკაცს გამოძიება ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. ამ ეტაპზე კი ადგილიდან ამოღებულია მხოლოდ ერთი. მეორე იარაღის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება.

იხილეთ ასევე: "ტრაგედიამდე 2 დღით ადრე ოჯახის წევრებს უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა" - რატომ ეძებს შსს 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის უფროს შვილს?