სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა საპატიმრო დატოვა - კვირის პალიტრა

სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა საპატიმრო დატოვა

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხუცურაულის უფლებადამცველმა არჩილ დვალიშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

სასტუმრო "მამიდას" მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გუშინ შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"