ავარია ხაშურთან - დაშავებულია 8 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

ავარია ხაშურთან - დაშავებულია 8 ახალგაზრდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულთაგან სხვადასხვა დაზიანებებით 6 ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი, დანარჩენები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

"გორმედის ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს ავარიის შედეგად დაშავებული 6 პირი, ხუთს ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, შესაბამისად ჩაუტარდათ კვლევები, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკიდან გაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, 17 წლის ახალგაზრდა სტაციონარში რჩება, მიმდინარეობს შესაბისი კვლევები და წინასაოპერაციო მომზადება" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხაშურის საავადმყოფოს ექიმმა-ტრავმატოლოგმა გიორგი ხაჩიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

"ინტერპრესნიუსი"