მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა სოფელ ჩუმლაყში - კვირის პალიტრა

მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა სოფელ ჩუმლაყში

სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, შესრულებული სამუშაო დაუწუნეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საქმე ეხება ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციას, რა დროსაც ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. შემთხვევის გამო,მხარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, რუაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს დაზარალებულს. მისი განმარტებით,თანასოფლელ ბერულაშვილებთან ინციდენტი გაუგებრობა იყო.

ფაქტს სწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"