"მეუბნებიან, პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყო, არადა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში ყვიროდა "მიშველეთო"
"მეუბნებიან, პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყო, არადა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში ყვიროდა "მიშველეთო"
მეუბნებიან, პოლიცია რომ მოვიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყოო, არადა ბავშვი 10 წუთის განმავლობაში ყვროდა "მიშველეთო", - ამის შესახებ ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის დედამ, თამარ გოგოჩაშვილმა აღნიშნული საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება პოლიციელების მხრიდან გულგრილობის გამოვლინება იყო.

"რაც შეეხება გამოძიებას, საგამოძიებო ორგანოში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ჩემი ნებით მივედი, რომ გამერკვია რა ხდებობოდა, რას იძიებდნენ, როგორ მიდიოდა პროცესი. ახლა გამოსაძიებელია საქმე ექიმებთან და
პოლიციელებთან დაკავშირებით. მე დავინტერესდი, თუ რატომ დააყოვნა პოლიციამ რეაგირების მოხდენა და ასე მიპასუხეს -პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყოო და იქ შესვლას აზრი არ ჰქონდაო. პოლიცია რომ მივიდა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში "მიშველეთ" ყვიროდა", - აცხადებს თამარ გოგოჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, 13 წლის
მოზარდი საკუთარმა ბიძამ 10 თებერვალს მოკლა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
20-05-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?