ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა - ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარია მოხდა - კვირის პალიტრა

ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა - ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარია მოხდა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავებულია შვიდი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. მათგან ერთ-ერთი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენ მოზარდებს კი პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"