მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ ძალადობის ფაქტზე 36 წლის მამაკაცი დააკავეს
მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ ძალადობის ფაქტზე 36 წლის მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცავებმა მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

დანაშაული 3
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს - ვ.ო.-ს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას - ს.ო.-ს
მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა