"ქორწილის წინა დღესაც უცემია" - რას ჰყვებიან ახლობლები საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალსა და მის ქმარზე - კვირის პალიტრა

"ქორწილის წინა დღესაც უცემია" - რას ჰყვებიან ახლობლები საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალსა და მის ქმარზე

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე, 32 წლის შალვა ქათამაძე უკვე დააკვა. ქეთი სუთიძე სამართალდაცველებმა ათენის გარეუბანში, სახლში გარდაცვლილი 15 მაისს იპოვეს. მას ყელზე ნაჭდევები აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ქამრით არის გაგუდული, ნივთმტკიცება საწოლის ქვეშ იპოვეს. სამართალდამცვეებმა გაუჩინარებული გოგონას ძებნა ახლობლების განცხადების საფუძველზე დაიწყეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა.

გარადცვლილი გოგონას ახლობლებს მეუღლის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებათ. სოციალურ ქსელში სუთიძის ოჯახის ახლობელი წერს, რომ შალვა ქათამაძე მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. ქეთი სუთიძე კი ძალადობის ფაქტებს ოჯახს უმალავდა.

"ამდენ ხანს უფლება არ მქონდა მეთქვა რამე. ახლა თავს უფლებას ვაძლევ სათქმელი გითხართ. ღმერთა მასეთი სიმწარე არ მოგაკლოთ ცხოვრებაში. თქვენ რა ადამიანები ყოფილხართ, ქალს რტყმევაში და ვირულ მუშაობაში ამოხდა სული, მაკა ხელისგულზე ატარებდა. ქეთი არ მოწონდა დედაშენს და მამაშენს, სიგარეტს ეწევაო და შენი საქციელი მოწონდა? არაფერი იმალება, ჭკუიდან ვართ გადამდგარი, მიგალპეს მაგ ხელი, რომელიც ქეთისკენ წაიღე და მამაშენსაც, თქვენ მთელი ოჯახი ფსიქოპატები ყოფილხართ. თქვენ ოჯახის ფასი არ გცოდნიათ და ნურც გასწავლოთ ღმერთმა. ქეთის ცოდვა არ მოგასვენებთ მთელი ცხოვრება, როგორ გინდათ თავაწეულებმა იაროთ, სადისტებო, არაადამიანებო" - წერს გიგა რაზმაძე, რომელიც ქეთი სუთიძის დის მამამთილია.

AMBEBI.GE გარდაცვლილის დის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, შალვა ქათამაძე გუშინ საბერძნეთის პროკურატურაში დაკითხვაზე ჰყავდათ. გაგრძელება